მაიკ პენსი - პუტინთან შეხვედრაზე გამგზავრებით ტრამპი მშვიდობის გამო რისკზე წავიდა
მაიკ პენსი - პუტინთან შეხვედრაზე გამგზავრებით ტრამპი მშვიდობის გამო რისკზე წავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ჰელსინკიში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გამგზავრებით, დონალდ ტრამპმა უარი თქვა ამბიციებზე და მშვიდობის გამო, პოლიტიკური რეპუტაცია რისკის ქვეშ დააყენა. ამის შესახებ განცხადება მაიკ პენსმა ქალაქ ჩატანუგაში მომხრეებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ აშშ-ის ლიდერი მშვიდობისთვის ძალისხმევას არასდროს დაიშურებს და ამისთვის ძალის გამოყენებას არ მოერიდება“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

აშშ-ის პრეზიდენტი 16 ივლისს ჰელსინკიში პუტინთან გამართული შეხვედრის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. ამერიკელი პოლიტიკოსების თქმით, ტრამპი პუტინის მიმართ არასათანადოდ ხისტი იყო.