მაიკ პენსი - გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე დავადასტურეთ აშშ-საქართველოს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა
მაიკ პენსი - გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე დავადასტურეთ აშშ-საქართველოს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი​, მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას “ტვიტერის” გვერდზე ეხმაურება.

მაიკ პენსი საქართველოს რესპუბლიკას დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს.

“დღეს ჩვენს სახლში ვუმასპინძლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ვულოცავ საქართველოს რესპუბლიკას დამოუკიდებლობის 100 წლისთავს! ჩვენ დავადასტურეთ აშშ-საქართველოს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის მისიასა და გლობალურ უსაფრთხოებაში”,- წერს მაიკ პენსი “ტვიტერის” გვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმავაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.