მაიამიში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
მაიამიში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი 99-ს შეადგენს.
მაშველებმა 12 სართულიანი შენობის ნანგრევებიდან 35 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომელთაგან ათს სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე ასობით მეხანძრე და მაშველი მუშაობს, რომლებიც ამწეების საშუალებით ახლომდებარე ბინების მცხოვრებლების ევაკუაციას ცდილობენ.
„სარფსაიდის“ მერის, ჩარლზ ბარკეტის განცხადებით, მიმდინარეობდა საცხოვრებელი კორპუსის სახურავის შეკეთების სამუშაოები, თუმცა ჯერ უცნობია, რა გახდა კორპუსის ნაწილი ჩამონგრევის მიზეზი.