მაიამიში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შემდეგ 51 ადამიანს ეძებენ. ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.
მაიამიში 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ერთი მაცხოვრებელია გარდაცვლილი და 35 დაშავებული.
ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან 35 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომელთაგან ათს სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მაიამი-დეიდის რაიონის კომისარის, სალი ჰეიმანის განცხადებით ჯერ კიდევ ვერ შეძლეს 51 პირთან დაკავშირება, რომლებიც შესაძლოა საცხოვრებელ კორპუსში ყოფილიყვნენ ჩამონგრევის დროს. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს იმის დადგენა, ეს 51 პირი მუდმივი მცხოვრებელბი არის, თუ დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები.
ადგილზე ასობით მეხანძრე და მაშველი მუშაობს, რომლებიც ამწეების საშუალებით ახლომდებარე ბინების მაცხოვრებლების ევაკუაციას ცდილობენ.
„სარფსაიდის“ მერის, ჩარლზ ბარკეტის განცხადებით, მიმდინარეობდა საცხოვრებელი კორპუსის სახურავის შეკეთების სამუშაოები, თუმცა ჯერ უცნობია, რა გახდა კორპუსის ნაწილი ჩამონგრევის მიზეზი.