მაია ცქიტიშვილი - თვითდასაქმებული ადამიანებიც შედიან მათ რიცხვში, რომელთაც კომუნალური გადასახადები დაუფინანსდებათ და სესხების გადავადება ეხებათ
მაია ცქიტიშვილი - თვითდასაქმებული ადამიანებიც შედიან მათ რიცხვში, რომელთაც კომუნალური გადასახადები დაუფინანსდებათ და სესხების გადავადება ეხებათ

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ჯერ რთულია თქმა, რა ოდენობის მოქალაქეებს დაეხმარება სახელმწიფო, თუ ისინი სამსახურს დაკარგავენ.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა რაოდენობის ადამაინებს დავეხმარებით, რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველ რიგში დამოკიდებული იმაზე, რა რაოდენობის ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობ იმაზე, რომ ნებისმიერი დაპირება, რომ დავეხმარებით ამდენი ათას ადამიანს ამდენი ათასი ლარით, იქნება საფუძველს მოკლებული, რეალობას მოწყვეტილი. ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახლებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას ან კონკრეტული რაოდენობების დასახელებას მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შევძლებთ, თუნდაც აპრილის თვეში შევაფასოთ, რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო ხელფასი მარტის განმავლობაში“, – განაცხადა საკოოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მაია ცქიტიშვილმა.

მისი განმრატებით, საუბარია უხელფასოდ დარჩენილი ადამიანების დახმარეაბზე.

„შესაბამისად, მხოლოდ აპრილის თვეში შევძლებთ შეფასებას, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში; მაისში  – რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური აპრილში. პირველ რიგში, ვიმედოვნებთ, რომ დახმარებების პაკეტით, რაც უკვე შევთავაზეთ ქართულ ბიზნესს, ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული სოლიდარული მონაწილეობის შედეგად ბიზნესის მხრიდან, მარტის თვის განმავლობაში არ გვეყოლება ბევრი ადამიანი, რომელმაც შეასაძლოა, დაკარგოს სამსახური“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ იქნება შესაძლებელი დახმარების მოცულობისა და დახმარების მიმღები პირების რაოდენობის განსაზღვრა, რაც კონკრეტული ციფრები გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება მეორე ჯგუფს, რომელსაც შესაძლოა, ჰქონოდა არაოფიცილაური ხელფასი, არამედ იყვნენ თვითდასაქმებულები, აქაც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ თვითდასაქმებულების დახმარების ნაწილში ვავრცელებთ უკვე გაცხადებულ შეღავათს, რომელიც თუნდაც ეხება ასეთი ადამიანების ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა, გაზის საფასურის გადახდას. ეს შეღავათი და მხარდაჭერა ჩვენ შევთავაზეთ ყველა მოქალაქეს, რომლის მოხმარების დონეც შეესაბამებოდა იმ ფენას, რომელსაც სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა ჰქვია და როგორ უკვე აღვნიშნე, ასეთი დახმარება 1 200 000 ოჯახზე ვრცელდება. ამ 1 200 000 ოჯახშიც არიან თვითდასაქმებულები და მათთვისაც და მათზეც ვრცელდება შეღავათები, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების გადახდას, შეღავათები, რის ფარგლებშიც, მათ სამი თვის განმავლობაში გადაუვადდათ სესხების გადახდა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ თავიდანვე აღნიშნა, რომ  გააგრძელებს იმ ფენების იდენტიფიცირებას, რომელიც დაზარალდებიან.

„როდესაც ბისაუბრეთ 2 მილიონიანი პაკეტზე, მაშინაც ვთქვით, რომ გავაგრძელებთ იმ ფენების იდენტიფიცირებას, ვის ფინანსებასაც მიადგება აღნიშნული კრიზისის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი და შესაბამისად, გავაგრძელებთ დამატებითი პაკეტების გაჟღერებას მომავალშიც. შემოსავლების სამსახურში აღირიცხება ის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ირიცხება თითოეულ ადამიანზე, რომელსაც აქვს შემოსავალი, ხელფასი. ასეთი სახით, საშემოსავლო გადასახადის გადამხელდთა რაოდენობის შემცირებით, შეფასდება რამდენმა ადამიანმა ვერ მიიღო ან არ მიიღო ხელფასი. მას შემდეგ გვეცოდინება ამ ადამიანების რაოდენობა და უკვე შემდგომში შევძლებთ შევაფასოთ, რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რა მოცულობის თანხები იქნება საჭირო ამ ადამიანების დასახმარებლად, იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარნიტორების დახმარებით. ამიტომ დღეს არ ვსაუბრობთ იმაზე, სად და ვის უნდა მიმართოს ადამიანმა, ჩვენ ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვჭიდება საკმარისი ინფორმაცია, რათა შევაფასოთ, რა რაოდენობის ადამიანებს შეიძლება. დასჭირდეს დახმარება. შემდეგ შევძლებთ შეფასებას, რა სახის ფინანსური რესურსი გამოვყოთ ამ მიზნებისთვის და თითოეული ადამიანისთვის რა სახის კონპენსაცია შეგვიძლია, განვსაზღვროთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.