აშშ-ის სენატი უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტს 23 აპრილს უყრის კენჭს
აშშ-ის სენატი უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს 23 აპრილს უყრის კენჭს.
ამის შესახებ აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ჩაკ შუმერი აღნიშნავს, სენატი მზადაა, გადადგას შემდეგი ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების კუთხით.
„წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა დაფინანსება უკრაინის, ისრაელის, ინდო-წყნარი ოკეანისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის“,- წერს შუმერი სოციალურ ქსელში.
NEWS—The Senate stands ready to take the next step on the national security supplemental
The House at long last approved funding for Ukraine, Israel, Indo-Pacific, & humanitarian assistance
And the Senate locked in an agreement to finish the work with the first vote on Tuesday
— Chuck Schumer (@SenSchumer) April 20, 2024