მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინისთვის დახმარების პაკეტის საკუთარ ვერსიას ამზადებენ
მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინისთვის დახმარების პაკეტის საკუთარ ვერსიას ამზადებენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინისთვის დახმარების პაკეტის საკუთარ ვერსიას ამზადებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ მათი ინიციატივა კონგრესში ხმათა უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დახმარების პაკეტის შემუშავების გეგმები ადრეულ ეტაპზეა. ამასთან, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების სესხის სახით გადაცემის საკითხი.

მედიის ცნობით, ამერიკის მიერ სანქციების ფარგლებში ჩამორთმეული რუსული აქტივები, შესაძლოა, გამოყენებული იქნეს კიევისთვის სესხის უზრუნველსაყოფად.