მაია ცქიტიშვილი - სამინისტროს 2021 წლის რეკორდული ბიუჯეტის უდიდესი რესურსი მოხმარდება საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას
2021 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი რეკორდულ 2,367 მილიონ ლარს შეადგენს. ამ რესურსის უდიდესი ნაწილი მოხმარდება საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ თბილისიდან ბათუმში მგზავრობას 3,5 საათში დასჭირდება.
„აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები რიკოთის მაგისტრალის ჩუმათელეთი – ხევის, ხევი – უბისას, უბისა – შორაპანის და შორაპანი – არგვეთას მონაკვეთბზე. ასევე აქტიურად გაგრძელდება ბათუმის შემოვლითი გზის, სამტრედია – გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებლობა“,- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ უკვე საქართველოშია ქვეშეთი-კობის 9 კმ გვირაბის 15 მ დიამეტრის საბურღი მოწყობილობა და გაზაფხულიდან დაიწყება ქვეშეთი – კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის პროცესი.