მაია ცქიტიშვილი - ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად ვიწყებთ ახალ მასშტაბურ პროექტს, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის მშენებლობას
მაია ცქიტიშვილი - ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად ვიწყებთ ახალ მასშტაბურ პროექტს, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის მშენებლობას

პანდემიის მიუხედავად არ გაგვიჩერებია არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი. მეტიც, ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად ვიწყებთ ახალ მასშტაბურ პროექტს – თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის მშენებლობას, – ამის შესახებ პარლამენტში, მინისტრის საათზე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო კვლავ ხელს შეუწყობს პროექტებში ქართული კომპანიების ჩართულობას.

„ვინაიდან ეს პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით და არა საერთაშორისო დონორების სახსრებით ფინანსდება, ქართულ კომპანიებს შეეძლებათ თბილისი – საგარეჯოს ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობის მიღება. ამავე მიდგომით ქუთაისის შემოვლითი გზის ოთხი ლოტიდან სამი ლოტის მშენებლობის ტენდერი სწორად ქართულმა კომპანიამ მოიგო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, ამ გზით ქართულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, დაიგროვონ საჭირო გამოცდილება, რათა მომავალში შეძლონ და უკვე საერთაშორისო ტენდერებშიც კონკურენცია გაუწიონ უცხოურ კომპანიებს.

დატოვე კომენტარი