მაია ცქიტიშვილმა მინისტრის თანამდებობა დატოვა 
მაია ცქიტიშვილმა მინისტრის თანამდებობა დატოვა 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მაია ცქიტიშვილის ნაცვლად ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იქნება.

„მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე ხუთი პრემიერ-მინისტრის მთავრობას, და მინდა, მას კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით, პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დღეს დაასახელა.