მაია ცქიტიშვილი – სამინისტროს 2021 წლის რეკორდული ბიუჯეტის უდიდესი რესურსი მოხმარდება საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას

15:13, 17.02.2021

2021 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი რეკორდულ 2,367 მილიონ ლარს შეადგენს. ამ რესურსის უდიდესი ნაწილი მოხმარდება საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ თბილისიდან ბათუმში მგზავრობას 3,5 საათში დასჭირდება.

„აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები რიკოთის მაგისტრალის ჩუმათელეთი – ხევის, ხევი – უბისას, უბისა – შორაპანის და შორაპანი – არგვეთას მონაკვეთბზე. ასევე აქტიურად გაგრძელდება ბათუმის შემოვლითი გზის, სამტრედია – გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებლობა“,- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ უკვე საქართველოშია ქვეშეთი-კობის 9 კმ გვირაბის 15 მ დიამეტრის საბურღი მოწყობილობა და გაზაფხულიდან დაიწყება ქვეშეთი – კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის პროცესი.

მსგავსი