გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პრეტენდენტთა საჭადრაკო ტურნირი დასრულდა და გაირკვა იმ დიდოსტატის ვინაობა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მოქმედ ჩემპიონს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს შეხვდება.
ბოლო, მე-14 ტურში ერთადერთი შედეგიანი პარტია იყო – ამერიკელმა ფაბიანო კარუანამ შავი ფიგურებით მოუგო რუს ალექსანდრ გრიშჩუკს, რითაც პირველი ადგილი და საჩემპიონო მატჩის საგზური გაინაღდა.
მე-14 ტურის პარტიები ასე დასრულდა:
ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – ფაბიანო კარუანა (აშშ) -0:1
ლევონ არონიანი (სომხეთი) – უესლი სო (აშშ) – 0,5:0,5
სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – დინ ლიჟენი (ჩინეთი) – 0,5:0,5
ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 0,5:0,5
მდგომარეობა 13 ტურის შემდეგ:
1. კარუანა – 9 ქულა;
2-3. კარიაკინი, მამედიაროვი – 8 ქულა;
4. დინ ლიჟენი – 7.5 ქულა;
5-6. გრიშჩუკი, კრამნიკი – 6.5 ქულა;
7. სო – 6 ქულა;
8. არონიანი – 4.5 ქულა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი ამა წლის ნოემბერში, ლონდონში გაიმართება.