17 წლის უზბეკმა სწრაფ ჭადრაკში მაგნუს კარლსენი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
17 წლის უზბეკმა სწრაფ ჭადრაკში მაგნუს კარლსენი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

სენსაციურად დასრულდა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი). ტურნირის ტრიუმფატორი გახდა 17 წლის უზბეკი მოჭადრაკე ნოდირბეკ აბდუსატოროვი.

ჩემპიონატის ბოლო დღეს აბდუსატოროვმა ჯერ თეთრი ფიგურებით დაამარცხა ორი დღის წინ პირველ ადგილზე მყოფი ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი, რომელიც კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ბოლოს კი მან გადამწყვეტ ტაი-ბრეიკში 1.5:0.5 მოუგო რუს დიდოსტატ იან ნეპომნიაშჩის და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.