მაგნუს კარლსენმა საჩემპიონო მატჩში უპირატესობა ორამდე გაზარდა #1TVSPORT
მაგნუს კარლსენმა საჩემპიონო მატჩში უპირატესობა ორამდე გაზარდა #1TVSPORT

დუბაიში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩის მერვე პარტია, რომლის შემდეგაც ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა გაზარდა უპირატესობა რუს იან ნეპომნიაშჩისთან დაპირისპირებაში.

კარლსენი თეთრი ფიგურებით თამაშობდა და აიძულა მეტოქე 46-ე სვლაზე დანებებულიყო. რვა პარტიის შემდეგ, ანგარიში გახდა 5:3 სკანდინავიელი მოჭადრაკის სასარგებლოდ.

კიდევ რჩება ჩასატარებელი ექვსი პარტია კლასიკურ ჭადრაკში. პარტიები გაიმართება 7, 8, 10, 11, 12 და 14 დეკემბერს. თუ მატჩი ფრედ დასულდება, 15 დეკემბერს დაინიშნება ტაი-ბრეიკი და ჩემპიონს ის გამოავლენს.