ჯობავა კარლსენის წინააღმდეგ - ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობაზე ლიდერობს #1TVSPORT
ჯობავა კარლსენის წინააღმდეგ - ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობაზე ლიდერობს #1TVSPORT

პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო პირველობას მასპინძლობს, სადაც ბრწყინვალედ ასპარეზობს ბაადურ ჯობავა.

ქართველი დიდოსტატის ანგარიშზე 5-დან 4,5 ქულაა – ჩვენი მოჭადრაკე პირველობას მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან და მსოფლიო თასის გამარჯვებულ იან დუდასსთან ერთად ინაწილებს.

მომდევნო ტურში ბაადურ ჯობავა თანამედროვეობის საუკეთესო მოჭადრაკეს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს შეხვდება და თეთრი ფიგურებით ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს.