მაგნუს კარლსენმა ზედიზედ მეორე პარტია მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში 6:3 დაწინაურდა #1TVSPORT
მაგნუს კარლსენმა ზედიზედ მეორე პარტია მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში 6:3 დაწინაურდა #1TVSPORT

დუბაიში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩის მეცხრე პარტია და კიდევ უფრო გაიზარდა ნორვეგიელ მაგნუს კარლსენის უპირატესობა რუს იან ნეპომნიაშჩისთან დაპირისპირებაში. შავი ფიგურებით მოთამაშე სკანდინავიელმა ძალიან კარგად გამოიყენა მეტოქის მიერ 27-ე სვლაზე დაშვებული უხეში შეცდომა და ზედიზედ მეორე პარტია მოიგო. მატჩში ანგარიში გახდა 6:3 და დარჩენილ ხუთ პარტიაში კარლსენს 1.5 ქულა ეყოფა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად.

მეათე პარტია ოთხშაბათს გაიმართება და თეთრი ფიგურებით კარლსენი ითამაშებს.