მაღალმთიან აჭარაში, ხულოში, ქედასა და შუახევში სწავლა ხვალიდან დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„გამოვლენილი 109 შემთხვევიდან, ჩვენთან დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირება მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ რესურს ცენტრში. შესაბამისად, ოპერატიული შტაბის ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა სწავლა გადაიდება მაღალმთიან აჭარაში. როგორც ხულოში, ასევე ქედასა და შუახევში. სწავლა ხვალიდან დისტანციურად დაიწყება. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ როგორც ტელესკოლის, ასევე დისტანციური სწავლების რეჟიმში ყველა მშობელს და ბავშვს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.