ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის მოთხოვნით განათლების სამინისტროს 5 200-მა მშობელმა მიმართა
ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის მოთხოვნით განათლების სამინისტროს 5 200-მა მშობელმა მიმართა

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე 186-ე სკოლას ეწვია და ბავშვებს სკოლებში სწავლის განახლება მიულოცა.

მისი ინფორმაციით, გუშინ ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ბავშვი სიცხის დაფიქსირების გამო სახლში გაუშვეს.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე დარჩენის მოთხოვნით განათლების სამინისტროს 5 200-მა მშობელმა მიმართა.

„როდესაც ბავშვები შემოდიან სკოლაში, ხდება სიცხის გაზომვა. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ პირს დაუდასტურდება ტემპერატურა, ისინი ტოვებენ სკოლის შენობას, ან გადადიან განსხვავებულ სივრცეში და რამდენიმე წუთის მერე ხდება ხელახალი გადამოწმება. თუ კვლავ დაუფიქსირდა სიცხე, საიზოლაციო ოთახში გადაჰყავთ, რომელიც ყველა საჯარო სკოლაშია და ხდება მშობლის ინფორმირება.

არსებობს შემდეგი პროტიკოლი, როდესაც მშობელმა უნდა მიმართოს პოლიკლინიკის ექიმს, საჭიროების შემთხვევაში დარეკოს 112 -ში და ჯანდაცვის სამინისტოს მხრიდან მოხდება ზომების მიღება. დაახლოებით, 50-მდე ბავშვი იყო ქვეყნის მასშტაბით, ვისაც სიცხე დაუფიქსირდა.

რაც შეეხება მეორე სერვისს, რომლელიც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს, სურვილის შემთხვევაში, მშობელი არეგისტრირებს ბავშვს online.emis.ge-ზე.

სტატისტუკური მონაცემებით, გუშინ გვიან 5 200-მდე მოსწავლის მშობელმა გამოთქვა სურვილი, რომ მისი შვილი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა დგებუაძემ.