ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საავტომობილო გზებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს. ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. ამ ეტაპზე სოფლების შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის.

ქობულეთში ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ხულოს მუნიციპალიტეტში გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 14 ერთეული ტექნიკა ახორციელებს,  შუახევში – 13, ქედაში – 6, ხელვაჩაურში – 7.