თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ
თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

„ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამავე საკითხზე ისაუბრა განათლების მინისტრმაც. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სისტემა მაქსიმალურად მოქნილი იქნება და გაითვალისწინებს იმ მშობლების ინტერესებსაც, რომლებიც სწავლის დისტანციურ მოდელს აირჩევენ.

„იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე, თუ მშობლები ჩათვლიან, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს და ვისაც ასეთი სურვილი ექნება, ისინი დარეგისტრირდებიან. ეს მაქსიმალურად მოქნილი სისტემაა და ყველას ინტერესს ითვალისწინებს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის, ხოლო ფოთსა და გორში ყველა კლასის ჩათვლით განახლდება.