15 სექტემბრიდან სწავლა ხელვაჩაურშიც დისტანციურად დაიწყება
15 სექტემბრიდან სწავლა ხელვაჩაურშიც დისტანციურად დაიწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში, ქობულეთისა და ბათუმის გარდა, 15 სექტემბრიდან სკოლებში სწავლა ხელვაჩაურშიც დისტანციურად დაიწყება.

მისივე თქმით, მაღალმთიან აჭარაში კი მოსწავლეები 15 სექტემბერს სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ.

„მომატებული რისკების ფონზე, ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი. ასევე, შესაბამისი გადაყვწტილება იქნა მიღებული სკოლების გადავადებასთან დაკავშირებით, ქობულეთს და ბათუმს დაემატება ხელვაჩაური და იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში პირველი ოქტომბრიდან განახლდება. მანამდე ამ სამ მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურად მოხდება. მაღალმთიან აჭარაში მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას 15 სექტემბრიდან შეძლებენ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება სწავლა ასევე თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში.