მადამ ტიუსოს მუზეუმს მეგან მარკლის ფიგურები შეემატება
მადამ ტიუსოს მუზეუმს მეგან მარკლის ფიგურები შეემატება

მადამ ტიუსოს მუზეუმს მეგან მარკლის ფიგურები შეემატება, – ინფორმაციას ამის შესახებ მუზეუმის ოფიციალური საიტი აქვეყნებს.

მუზეუმმა პრინცი ჰარის საცოლის, მსახიობის მეგან მარკლის ფიგურაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ექსპონატები ლონდონსა და ნიუ იორკში გამოიფინება.

დაწესებულების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მომავალი პრინცესას ორ ცვილის ორეულს შექმნიან და თითოეული მათგანის ღირებულება 210 ათასი დოლარი იქნება. მარკლის ფიგურას მისი ფოტოების მიხედვით შექმნიან.