ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ანტონიუ გუტერეშის შეხვედრები დასრულდა
ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ანტონიუ გუტერეშის შეხვედრები დასრულდა

უკრაინის ქალაქ ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკის, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ანტონიუ გუტერეშს შორის ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები დასრულებულია.

შეხვედრის მიწურულს ერთობლივ კონფერენციაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ „სამმხრივი შეხვედრის მთავარი მიზანი იმ გზის მოძებნა იყო, რომელიც ომს დაასრულებს“.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

პირისპირ აუდიენციისას ერდოღანმა და ზელენსკიმ „მარცვლეულის ინიციატივა“, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტრო სადგურის თემა და თავდაცვით სფეროში ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ომის შემდგომ უკრაინის ინფრასტრუქტურულ რეკონსტრუქციაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განიხილეს რუსეთის მხრიდან „ბირთვული შანტაჟი“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალურ მდივანს, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. ანტონიუ გუტერეში მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს სადგურზე უნდა შევიდეს. მხარეებმა ასევე განიხილეს მარცვლეულის ექსპორტის საკითხი და მისი მიმართულებები.