ლუკა გუადანინო ფილმ Call Me by Your Name-ის მეორე ნაწილს გადაიღებს
ლუკა გუადანინო ფილმ Call Me by Your Name-ის მეორე ნაწილს გადაიღებს

რეჟისორი ლუკა გუადანინო, ოსკარზე ნომინირებული ფილმის, Call Me by Your Name-ის მეორე ნაწილს გადაიღებს.

რეჟისორის განცხადებით, ფილმის მეორე ნაწილის სცენარი იმ პერიოდში განვითარდება, როდესაც მსოფლიოში აივ ინფექციის ეპიდემიამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. შესაბამისად, მეორე ნაწილში ყურადღება სწორედ ამ თემას დაეთმობა.

მთავარი როლის შემსრულებლებმა ტიმოთი შალამემ და არმი ჰამერმა უკვე დაადასტურეს, რომ Call Me by Your Name-ის მეორე ნაწილშიც ითამაშებენ.