ლუკ დევინი - ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემების ნაკლოვანებებს პარლამენტს გარეთ აპროტესტებენ, ამ შეხედულებას არ ვიზიარებთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროცესი პარლამენტის შიგნით უნდა ხდებოდეს
საქართველოში ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემების ნაკლოვანებებს პარლამენტს გარეთ აპროტესტებენ, არ ვიზიარებთ ამ შეხედულებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს – არც ამ შეხედულებას ვიზიარებთ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც შეფასებებმა გვაჩვენა, საქართველოში არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართა და ძირითადად დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ევროპარლამენტი ამ შეფასებებს ეთანხმება.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ზოგიერთი პარტია არ არის კმაყოფილი არჩევნების შედეგებით, თუმცა ამან არ უნდა შეუშალოს ხელი ინსტიტუტების გამართულ მუშაობას. ჩვენ ახლა გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემების ნაკლოვანებებს პარლამენტს გარეთ აპროტესტებენ. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ შეხედულებას. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს, ჩვენ არც ამ შეხედულებას ვიზიარებთ. ვამბობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროცესი პარლამენტის შიგნით უნდა ხდებოდეს. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ქართველი ხალხის ინტერესში და არ დაეხმარება დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა დევინმა.