მარტვილში, კიწიის თემში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
მარტვილში, კიწიის თემში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კიწიის თემში ორ საარჩევნო უბანზე შუალედური არჩევნები იმართება. აქ კენჭს ერთადერთი კანდიდატი – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რობერტ კაკულია იყრის. ორივე საარჩევნო უბანი კიწიასა და მოდაში დროულად გაიხსნა და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ორივე უბანზე საერთო ჯამში 1103 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მარტვილის გარდა ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებშიც იმართება.