ხორვატიის საგარეო უწყება – მოხარული ვართ, რომ საქართველოში არჩევნების პირველი რაუნდი განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ჩატარდა
მოხარული ვართ, რომ საქართველოში არჩევნების პირველი რაუნდი განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ჩატარდა,- ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
ხორვატიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მთავარ საკითხად რჩება დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა მთელს საარჩევნო პროცესში.
Pleased that the 1st round of parliamentary elections in 🇬🇪 was conducted under a revised electoral system and despite #COVID19.
Ensuring the highest democratic standards throughout the entire electoral process remains the key.— MVEP/MFEA 🇭🇷 (@MVEP_hr) November 4, 2020