ტიტუს კორლატინი - როდესაც საარჩევნო მოდელს არჩევთ, უნდა დააკვირდეთ დემოკრატიულ კრიტერიუმებს
ტიტუს კორლატინი - როდესაც საარჩევნო მოდელს არჩევთ, უნდა დააკვირდეთ დემოკრატიულ კრიტერიუმებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი ტიტუს კორლატინი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში საქართველომ უამრავი რეფორმა დაასრულა კარგი პროგრესით. მისივე თქმით, არჩევნების ორგანიზებისთვის მოდელის შერჩევა სუვერენული საკითხია.

„როდესაც ასეთ მოდელს არჩევთ, უნდა დააკვირდეთ დემოკრატიულ კრიტერიუმებს და საგარეო მხარდაჭერას, ასევე ფართო მხარდაჭერას პარლამენტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში ამას პოლარიზებული რეაქციები მოყვება.

ბუნებრივია, არჩევნები იქნება საქართველოში და მისი ორგანიზების დროს უნდა იყოთ დარწმუნებულნი, რომ არჩევნების დემოკრატიული ლეგიტიმურობა პატივცემული იქნება“, – განაცხადა ტიტუს კორლატინმა.