ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საევაკუაციო მანქანა დაბომბვის ქვეშ მოჰყვა, რის შედეგადაც ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საევაკუაციო მანქანა დაბომბვის ქვეშ მოჰყვა, რის შედეგადაც ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა

ლუგანსკის ოლქში უკრაინული საევაკუაციო მანქანა საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა, რის შედეგადაც ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა.

აღნიშნულის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„ლუგანსკის რეგიონიდან ევაკუაცია ოფიციალურად შეწყდა. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელიც ხალხის აყვანას გეგმავდა. დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი“, – წერს გაიდაი.

გაიდაის თქმით, უკრაინული საევაკუაციო ჯავშანმანქანა რეგიონიდან 10 ადამიანის გამოყვანას გეგმავდა და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა. მისივე ცნობით, ჭურვის ნამსხვრევებმა მანქანის ჯავშანი გახვრიტა და აკრედიტებული ფრანგი ჟურნალისტი სასიკვდილოდ დაიჭრა.