ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ოლქში ცხრა დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული
ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ოლქში ცხრა დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული

ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„დღეისთვის, ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. ვიმედოვნებ, ჩვენი დამცველები ამ ციფრს ყოველკვირეულად გაზრდიან. მზად ვართ, ვიმუშაოთ. დიდი ხანია, საქალაქო და საოლქო ადმინისტრაციების ყველა ხელმძღვანელს სურს დაბრუნება და მუშაობა“, – განაცხადა გაიდაიმ.