ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსებმა ქალაქი კრემენაია დატოვეს
ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსებმა ქალაქი კრემენაია დატოვეს

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსებმა ქალაქი კრემენაია დატოვეს. აღნიშნულის შესახებ სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს კრემენაია სრულიად დაცარიელებულია. რუსეთის არმიამ ქალაქი დატოვა. იქ უკრაინის დროშა ფრიალებს, რომელიც პარტიზანებმა აღმართეს“, – წერს გაიდაი.

მისივე თქმით, დაახლოებით მსგავსი ვითარებაა სტარობელსკშიც.

ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქი კრემენაია რუსებმა აპრილის თვის ბოლოს დაიკავეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, სექტემბრის დასაწყისიდან ხარკოვის მიმართულებით განხორციელებული კონტრშეტევის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვარს მიაღწიეს და ასევე მიუახლოვდნენ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს სვატოვოსა და კრემენაიას რაიონებში.