უკრაინული მედიის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ალჩევსკში, რუსული ძალების საწყობში აფეთქება მოხდა
უკრაინული მედიის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ალჩევსკში, რუსული ძალების საწყობში აფეთქება მოხდა

ლუგანსკის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ალჩევსკში რუსული ძალების საწყობში აფეთქება მოხდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სვატოვის რაიონში აფეთქებებია. მანკიევკაში მტრის ყაზარმები აფეთქდა, დაშაავებულია ფერმერი. ალჩევსკში მტრის საწყობი ამ დრომდე იწვის“, – წერს გაიდაი.