ლორენს მერედიტი - მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამბიციურ მიზანს, რაც მშპ-ს 6%-ის განათლებისთვის გამოყოფას გულისხმობს
ლორენს მერედიტი - მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამბიციურ მიზანს, რაც მშპ-ს 6%-ის განათლებისთვის გამოყოფას გულისხმობს

მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამბიციურ მიზანს, რაც მშპ-ს 6%-ის განათლებისთვის გამოყოფას გულისხმობს, – ამის შესახებ პირველ არხს ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის წარმომადგენელმა, ლორენს მერედიტმა განაცხადა.

ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, განათლებაზე აქცენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ერთ-ერთი თანხვედრის წერტილია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მეტ დასაქმებასა და მოქნილობას გულისხმობს.

„ვფიქრობ, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და კომისარ ჰანს ერთნაირი ხედვები აქვთ ამ საკითხზე, რაც გულისხმობს ქართველი ახალგაზრდების მომავალში მეტ ინვესტირებას. მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ამბიციურ მიზანს, რაც მშპ-ს 6%-ის განათლებისთვის გამოყოფას გულისხმობს. ეს უზრუნველყოფს ახალგაზრდების ნათელ მომავალს. თავის მხრივ, ევროკავშირიც განაგრძობს ახალგაზრდებში ინვესტირებას. ევროპული სკოლა ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა. ეს პირველი ევროპული სკოლაა ევროკავშირის მიღმა, რომელიც თბილისში სექტემბერში გაიხსნა. მე ვნახე სკოლის მოსწავლეები, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან, ისინი მართლაც ძალიან ნიჭიერები არიან. ქართულ მხარეს სურს, ახლად აშენებული სკოლა, ახლა სწორედ იმაზე ვმუშაობთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ნათელია, რომ ევროკავშირის და საქართველოს საერთო ხედვით განათლება არის მთავარი პრიორიტეტი, ამის მაგალითია ის, რომ უმაღლესი განათლების მისაღებად 5 600 ქართველი ერასმუს პლიუსის პროგრამებში მონაწილეობს, ეს კი ნიშნავს მეტ დასაქმებას, მეტ თანხვედრასა და მოქნილობას მომავლის ეკონომიკაში. პარალელურად ვმუშაობთ უამრავ საგანმანათლებლო რეფორმებზე, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში 30 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას – ეს სწორედ ისაა, რაც მოქალაქეებს აღელვებთ“,- აღნიშნავს ლორენს მერედიტი.

საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.