ლონდონში ირანის მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ლონდონში ირანის მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაკავებულია ერთი პირი.
ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დემონსტრაცია ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმართებოდა, რა დროსაც ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა. დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება.