ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

22:51, 26.11.2023

ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების ზრდის წინააღმდეგ მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები, წარწერებით: „ნულოვანი ტოლერანტობა ანტისემიტიზმს“.

როგორც მედია წერს, ლონდონის პოლიციამ მიიღო შეტყობინება პირველი ოქტომბრიდან პირველი ნოემბრის ჩათვლით 554 ანტისემიტური დანაშაულის შესახებ, რაც, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 44-ჯერ მეტია. Ამავე პერიოდში ისლამოფობიური დანაშაულების შესახებ ცნობები თითქმის სამჯერ გაიზარდა და 220-ს მიაღწია.

მსგავსი