ლონდონში რასიზმის საწინააღმდეგო აქციას ათასობით ადამიანი ესწრება [ვიდეო]

ბრიტანეთის დედაქალაქში რასიზმის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ლონდონში, პოლიცია იძულებული გახდა, პარლამენტთან მისასვლელი გზები გადაეკეტა.

ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა, თუმცა ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება ექვს ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა დღეს მოსახლეობას სთხოვა, არ მისულიყვნენ აქციაზე, რადგან ქვეყანაში კვლავ ებრძვიან „კოვიდ-19“-ს.

დატოვე კომენტარი