ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანი მოსახლეობას მოუწოდებს, ლონდონში რასიზმის წინააღმდეგ აქციას „კოვიდ-19“-ის პრევენციის გამო არ დაესწრონ
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანი მოსახლეობას მოუწოდებს, ლონდონში რასიზმის წინააღმდეგ აქციას „კოვიდ-19“-ის პრევენციის გამო არ დაესწრონ

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანი პრიტი პატელი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაესწრონ დღეს ლონდონში რასიზმის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

„რა თქმა უნდა, მესმის, რომ ადამიანებს აქვთ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის სურვილი და ამის უფლება, მაგრამ ჩვენ პანდემიის პირობებში ვართ. „კოვიდ-19“ მომაკვდინებული ვირუსია. მათ, ვისაც აქციაზე წასვლა სურთ, ვეტყოდი, რომ ეს არ გააკეთონ. რეგულაციები არის ძალიან მკაფიო. საზოგადოების ჯანმრთელობა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მდივანმა.

რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დასასწრებად ადამიანები ლონდონის პარლამენტთან უკვე იკრიბებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.