ლონდონის მერის ინფორმაციით, ქალაქში საპროტესტო აქციებზე მემარჯვენე ჯგუფები გამოჩნდნენ
ლონდონის მერის ინფორმაციით, ქალაქში საპროტესტო აქციებზე მემარჯვენე ჯგუფები გამოჩნდნენ

ლონდონში, სადაც აქციები ლოზუნგით – „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ მიმდინარეობს, მემარჯვენე ჯგუფები გამოჩნდნენ. ამის შესახებ მოსახლეობა ქალაქის მერმა, საიდ ხანმა გააფრთხილა.

მისი ინფორმაციით, ლონდონში მემარჯვენე ჯგუფების გამოჩენა, რასიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიერ უინსტონ ჩერჩილის ძეგლის დაზიანებას უკავშირდება და მემარჯვენე ჯგუფები ლონდონში სხვა ძეგლების დასაცავად შეიკრიბნენ.

ადგილზე მემარჯვენე ჯგუფების გამოჩენის ფონზე აქცია დღეს აღარ ჩატარდება, თუმცა ვითარება მაინც დაიძაბა მას შემდეგ, რაც მემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა პოლიციელებს შუშის ბოთლები დაუშინეს.