ლონდონში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
ლონდონში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

ლონდონში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პოლიციელის მიერ 33 წლის ქალის, სარა ევერარდის მკვლელობის გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებს შორის მოკლულის ნათესავები და ახლობლებიც იყვნენ. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს.

სარა ევერარდი 3 მარტს გაუჩინარდა. პოლიციამ მისი ცხედარი გასულ კვირაში, ტყეში აღმოაჩინა.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ლონდონის პოლიციის თანამშრომელი, 48 წლის უეინ კაზენსი. მას გატაცებასა და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. კაზენსი ლონდონის პოლიციაში 2018 წლიდან მუშაობს.