ლონდონში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციაზე 32 ადამიანი დააკავეს

02:59, 20.09.2020

ლონდონში პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო ზომების გასაპროტესტებლად ათასამდე ადამიანი გამოვიდა. სამართალდამცველებმა აქციაზე 32 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დემონსტრაციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „ჩემი სხეული, ჩემი არჩევანია, არა სავალდებულო ნიღბებს“, „კოვიდი მითია“.

ინგლისში დღეისათვის ექვს ადამიანზე მეტის შეკრება შეზღუდულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ ზომების კიდევ უფრო გამკაცრების საკითხს განიხილავს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 422 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 27 პაციენტი კი, გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, გამოვლენილია ინფიცირების 390 358 შემთხვევა. მათ შორის, გარდაიცვალა 41 759 ადამიანი.

მსგავსი