ლიტვა რუსეთის დაზვერვის თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს
ლიტვა რუსეთის დაზვერვის თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ბრიუსელში განაცხადა, სადაც დღეს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი დაიწყო.
ერთ-ერთი მთავრი თემა, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსები განიხილავენ ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაა. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.
„საპასუხო ზომები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მათ შორის ლიტვიდან რუსეთის დაზვერვის თანამშრომლების გაძევება და ე.წ. მაგნიტსკის სიის გაფართოება იყოს. დაზვერვის სამსახურის თანამშრომლების გაძევების გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ევროპაში რუსეთის სადაზვერვო ქსელი ლიკვიდაცია ერთ-ერთი მთავრი ამოცანა უნდა იყოს”, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.