დალია გრიბაუსკაიტემ ლიეტუვაში საქართველოს ახალი ელჩი მიიღო
დალია გრიბაუსკაიტემ ლიეტუვაში საქართველოს ახალი ელჩი მიიღო

ლიეტუვაში საქართველოს ახალმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა ქვეყნის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს რწმუნებათა სიგელი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და ნატო-სთან. გრიბაუსკაიტემ ხაზი გაუსვა ვილნიუსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრაზე განიხილეს ეკოლოგიის, ენერგეტიკული ეფექტურობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის თემატიკაც.

გრიბაუსკაიტემ ქვეყნებს შორის ახლო ურთიერთობების კონტექსტში ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტიც გაიხსენა.

აღსანიშნავია, რომ მალე დალია გრიბაუსკაიტეს მეორე საპრეზიდენტო ვადა იწურება და უკვე მაისში ლიეტუვა ახალ პრეზიდენტს აირჩევს.