დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველი სამუშაო დღის დასასრულს სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს მიწვევით ოფიციალური სადილი გაიმართა.

დელეგაციებს სიტყვით მიმართეს საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა. სალომე ზურაბიშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ ძლიერ ქალებს ყოველთვის ეკავათ განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ისტორიაში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ და ლიეტუვამ უნდა გააფართოონ თანამშრომლობის ფორმატები, განსაკუთრებით კი საჭიროა ახალგაზრდების პოტენციალის ათვისება.