ირაკლი ღარიბაშვილი - გაერთიანებამ ლიტველ ხალხს შეაძლებინა, რომ დღეს არიან ევროკავშირის და ნატო-ს წევრები, სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც ვართ იქ, სადაც ვიყავით 90-იანებში, დაყოფა, ერთმანეთის სიძულვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - გაერთიანებამ ლიტველ ხალხს შეაძლებინა, რომ დღეს არიან ევროკავშირის და ნატო-ს წევრები, სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც ვართ იქ, სადაც ვიყავით 90-იანებში, დაყოფა, ერთმანეთის სიძულვილი

რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ლიტვის პრეზიდენტი, რომელთანაც ვსაუბრობდი ჩვენს ახლო წარსულზე და პარალელს ვავლებდით, თუ როგორ გაიარა ბალტიის ქვეყნებმა ეს გზა და როგორ მიაღწიეს ევროკავშირთან ინტეგრაციას, ევროკავშირის, ნატო-ს წევრობას. გავიხსენეთ, სად ვართ ჩვენ დღეს, რა შეცდომები დავუშვით. დამამახსოვრდა მისი ნათქვამი, რომ მაშინ ლიტველი ხალხი იყო გაერთიანებული, არ არსებობდა ფრაგმენტაცია, ერი არ იყო დახლეჩილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ გაერთიანებამ ლიტველ ხალხს შეაძლებინა, რომ დღეს ბალტიის ქვეყნები ძლიერი სახელმწიფოებია.

„რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ლიტვის პრეზიდენტი, რომელთანაც ვსაუბრობდი ჩვენს ახლო წარსულზე, პარალელს ვავლებდით, თუ როგორ გაიარა ბალტიის ქვეყნებმა ეს გზა და მიაღწიეს ევროკავშირთან ინტეგრაციას, ევროკავშირის, ნატო-ს წევრობას. ამ დროს, ჩვენ გავიხსენეთ, თუ სად ვართ, სად არის დღეს საქართველო და რა შეცდომები დავუშვით. დამამახსოვრდა მისი ნათქვამი, რომ მაშინ ლიტველი ხალხი იყო გაერთიანებული, არ არსებობდა ფრაგმენტაცია, არ იყო ერი დახლეჩილი. ამ გაერთიანებამ ლიტველ ხალხს შეაძლებინა, რომ დღეს ლიტვა, ბალტიის ქვეყნების წევრები არიან ევროკავშირის და ნატო-ს წევრები, ძლიერი სახელმწიფოები. ჩვენ სად ვართ დღეს, მეგობრებო, სამწუხაროდ, საუბედუროდ დღესაც ვართ იქ, სადაც ვიყავით 90-იანებში, ისევ დაყოფა, ერთმანეთის სიძულვილი, ერთმანეთის ცილისწამება და ეს გაუთავებელი კინკლაობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.