დალია გრიბაუსკაიტე პარლამენტის წინაშე ბოლოჯერ წარდგა
დალია გრიბაუსკაიტე პარლამენტის წინაშე ბოლოჯერ წარდგა

ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე პარლამენტის წინაშე ბოლოჯერ წარდგა. სიტყვით გამოსვლაში მან „მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის საფრთხეებზე“ ისაუბრა.

„უწიფარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და განცხადებები მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის შესახებ შეიძლება იქცეს მცოცავ საფრთხედ, რომელიც ჩვენ მძევლებად გვაქცევს, როდესაც ჩვენ ცუდსა და ძალიან სახიფათოს შორის არჩევნის გაკეთება მოგვიწევს“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

გრიბაუსკაიტეს თქმით, ლიეტუვის პოლიტიკა დაფუძნებულია „ღირებულებებსა და ნდობაზე და არა შიშსა და შეგუებაზე“.

„საერთაშორისო წესრიგი იცვლება და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ღირებულებების ხერხემალი. ეს ყოველთვის ძვირად ფასობს“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

მისივე თქმით, ლიეტუვა უნდა იყოს ორიენტირებული დასავლეთზე.

დალია გრიბაუსკაიტეს უფლებამოსილების ვადა დღეს, 12 ივნისს ამოეწურა.

დატოვე კომენტარი