ლილოში, ე.წ. ჩინელების ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 17 სახანძრო მანქანა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის. დაშავებული არავინ არის“,- განაცხადა კერესელიძემ.
ძლიერი ხანძრის გამო მოვაჭრეებს საწყობებიდან საქონელი გამოაქვთ. ცეცხლი ე.წ. ჩინელების ბაზარში დღეს გაჩნდა.