რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

„ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა 20-მდე სახანძრო ავტოცისტერნა, ორი სპეციალური კიბე. მიმდინარეობდა ხანძრის ორმხრივი ქრობა როგორც ლაღიძის ქუჩიდან, ასევე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან. ასევე, მეხანძრე მაშველების მიერ ხდებოდა უწყვეტი რეჟიმით ხანძარზე წყლის მიწოდება მტკვრიდან. დამწვარია დაახლოებით 500 კვადრატი. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პიროვნება. თუმცა ინფორმაცია ზუსტდება. გავრცელების საფრთხე არ არის. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის არის უცნობი“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ცეცხლი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა.