თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მიტოვებულ შენობას უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიცაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ჰოსპიტალიზაცია არც ერთ მათგანს არ დასჭირდა.