თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია და დარჩენილი ცეცხლის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ადგილზე 10-მდე სახანძრო ჯგუფი რჩება.

„ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს ეკიდა. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ხანძრის კერების დამუშავებას დრო დასჭირდება, რათა თავიდან არ აალდეს და ცეცხლი კვლავ გავრცელდეს“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.