ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ პროდუქციის 50 პროცენტზე მეტის გადარჩენა მოხერხდა
ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ პროდუქციის 50 პროცენტზე მეტის გადარჩენა მოხერხდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მდებარე სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილება მოხდა.

„ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო 21 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდზე მდგომ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა ხანძრის გავრცელება. გადარჩენილია შენობაში განთავსებული საქონლის დაახლოებით 50 პროცენტზე მეტი“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს გარკვეული კერების დამუშავება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.

დატოვე კომენტარი